უძრავი ქონების დირექტორია
საქართველოს რუკა
ტურიზმი

ტურიზმი საქართველოში

 
 
საქართველოს კულტურა და ტრადიციები ერთდროულად მოიცავს აღმოსავლურ და დასავლურ კულტურას, ანუ იგი წარმოადგენს ევროპისა და აზიის ერთგვარ შერწყმას. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების წესჩვეულებები თითქმის უცვლელი სახითაა შემონახული, რადგანა მათზე გავლენა არ მოუხდენია თანამედროვე ცივილიზაციას. ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც მისდევს უძველეს წესჩვეულებებს, შემონახული აქვთ უძველესი ხელობები და დღესასწაულები, სტუმართმასპინძლობისა და სადღეგრძელოების წარმოთქმის ძველად არსებული წესები.
 
მრავალფეროვანი ბუნება. საქართველოს ტერიტორია 64 700 კმ2--ია, საიდანაც 330 კმ შავი ზღვის სუბ-ტროპიკულ სანაპიროს უკავია. ქვეყნის ტერიტორიის 38,6% ტყით დაფარული მასივებია. ქვეყანაში არის 19 ნაკრძალი, 860 ტბა, მრავალი ჩანჩქერი და 25 000-ზე მეტი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 54 768 კმ-ს უტოლდება, ალპური მდელოები და მთები, რომელთაგან სიმაღლით აღსანიშნავია შხარა (5198) და ყაზბეგი (5048).
 
ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი სანახაობა. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. საქართველოს ამ ცნობილ კუთხეში ტურისტებს შეუძლიათ დაისვენონ და გაერთნონ თხილამურობით, ტრამპლინიდან ხტომით, ციგურაობით და სპორტის სხვა მრავალი სახეობით. ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი სანახაობა. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. საქართველოს ამ ცნობილ კუთხეში ტურისტებს შეუძლიათ დაისვენონ და გაერთნონ თხილამურობით, ტრამპლინიდან ხტომით, ციგურაობით და სპორტის სხვა მრავალი სახეობით.
 
 

ექსკურსიები საქართველოს რეგიონებში

 
კულტურული ტურიზმი: არქეოლოგია, ისტორია, სოფლის მეურნეობა, ეთნოგრაფია;
სათავგადასავლო ტურიზმი: მოგზაურობა, მთების დალაშქვრა, თხილამურებით სრიალი, ცხენებით ჯირითი და ა. შ.;
ეკო-ტურიზმი: ფრინველებზე დაკვირვება, აქტიური ეკო-ტურები;
აგრო-ტურიზმი;
სპეციალური დაინტერესების ტურიზმი (ღვინის მოყვარულთათვისა და გურმანებისათვის, ფოტოგადაღებებისათვის);
საკურორტო და რეკრეაციული ტურიზმი;
შეკრებები და კონფერენციები;
საქართველოში ახალი სახით წარმოჩენილი ტურიზმი ინვესტორს სთავაზობს შესაძლებლობებათა ფართო არჩევანს. აღნიშნული შესაძლებლობები მოიცავს უამრავ დიდ და პატარა სასტუმროებს, მომარაგებას, სპორტულ და რეკრეაციულ რესურსებს, აგრეთვე ფინანსურ მომსახურებას.
დღეისათვის საქართველოს ტურიზმის სფერო ფრიად პერსპექტიულია წარმატებული ინვესტიციებისათვის.
 
დეტალური ძიება
სპეციალური შემოთავაზება გაქირავება
ბიზნეს ცენტრი საბურთალო
ფასი: 9 USD
 
„სანსეტ შოვი”
ფასი: USD
 
ქირავდება საოფისე ფართი ვაკეში
ფასი: 590 USD
 
ბინა ბორჯომში
ფასი: 70 USD
 
ბინა ბორჯომში
ფასი: 120 USD
 
ბინა ბორჯომში
ფასი: 50 USD
 
ქირავდება საოფისო ფართი ბიზნეს ცენტრიში ლერმონტოვზე
ფასი: USD
 
სასტუმუმრო \" ვეძისი\"
ფასი: 80 USD