სამზარეულოს ნიჟარა ყველაზე ხშირად ცხიმის გამო იჭედება. ცხელი ზეთი და ცხიმი მილში ცივდება, კედლებზე ეკვრის და მასზე საკვების ნარჩენები, ყავის ნალექი, ბრინჯი და პური ეწებება. ჯერ წყალი ნელა ჩადის, ჩნდება სუნი, მერე კი მილი სრულად იხშობა.
ნიშნები, რომ სამზარეულოს მილი გასაწმენდია
- წყალი ნიჟარაში დგას ან ძალიან ნელა ჩადის;
- ნიჟარიდან უსიამოვნო სუნი ამოდის;
- ჩაშვებისას ისმის ბუყბუყი;
- ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალს ვერ ცლის;
- ქვედა სართულზე მეზობლებთან სამზარეულოში ამოდის წყალი — საცობი სტოიაკშია.
როგორ ვწმენდთ
ჯერ ვშლით და ვრეცხავთ სიფონს. თუ საცობი უფრო ღრმადაა, კედლის მილს ვწმენდთ ელექტრო-მექანიკური ტროსით, ხოლო ცხიმის სქელ ფენას ჰიდროდინამიკური აპარატით, მაღალი წნევის წყლით ვრეცხავთ. წნევა მილს მთელ სიგრძეზე წმენდს, რაც საცობის სწრაფად დაბრუნების რისკს ამცირებს. სიფონს ახალი შუასადებით ვაწყობთ და ვამოწმებთ, რომ არ ჟონავს.
კაფეებისა და რესტორნებისთვის
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მილში ბევრად მეტი ცხიმი ხვდება. ვწმენდთ ცხიმდამჭერებს და სამზარეულოს მთავარ ხაზს, ხოლო რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდა ყოველ 3–6 თვეში ავარიულ გაჭედვას და სამუშაოს შეჩერებას გიცილებთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან
- ცხიმი და ზეთი ნიჟარაში ნუ ჩაასხით — გააცივეთ და ნაგავში გადააგდეთ;
- დააყენეთ ბადე სანიაღვრე ხვრელზე;
- კვირაში ერთხელ ჩაასხით ცხელი წყალი;
- ყავის ნალექი და ბრინჯი ნუ ჩაყრით ნიჟარაში.